თბილისი. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI ACCESS) მხარდაჭერით, პლატფორმა On.ge-მ მოამზადა სტატია: Covid 19-ზე გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ასობით ადამიანი გარდაიცვალა.
„კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში ინფოდემიაც მოჰყვა - ტერმინი ყალბი ამბების გავრცელებით გამოწვეულ კრიზისს აღნიშნავს. 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით მინიმუმ 800 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ამბების გამო. მათი უმეტესობა მეთანოლის სპირტისა და ალკოჰოლზე დამზადებული საწმენდი საშუალებების დალევის გამო გარდაიცვალა. 5 800-მდე ადამიანი კი საავადმყოფოში მოხვდა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)