თბილისი. პლატფორმა სალამ-ი 50 მოხალისეს ეძებს, რომლებიც ქვემო ქართლის 50 სოფელში ჩავლენ და არასრულწლოვნებს და მათ მშობლებს 200 ლარიანი სახელწიფო დახმარების მიღებისთვის რეგისტრაციაში დაეხმარებიან.
„ჩვენი აზრით, იმისათვის, რომ ყველა მშობელს შეეძლოს დარეგისტრირება და ყველა ბავშვმა მიიღოს ეს დახმარება, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენი მწირი რესურსების გამოყენებით, ამ ეტაპზე, ჩვენ ყველა ბავშვის რეგისტრაციას და პრობლემის არსებითად მოგვარებას ვერ შევძლებთ. აქედან გამომდინარე, პლატფორმა სალამ-ი საქართველოს ყველა რეგიონიდან მოხალისეებს იწვევს, რათა მათი რესურსების გამოყენებით ერთად დავფაროთ ქვემო ქართლის 50 სოფელი და დავარეგისტრიროთ ყველა ბავშვი.
სალამ-ს ღრმად სწამს, რომ აღნიშნული ინიციატივა, გარდა რეგისტრაციაზე დახმარებისა, ქვეყნის მოქალაქეებს შორის ინტერეთნიკური სოლიდარობის კულტივირებასაც შეუწყობს ხელს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)