en
ge

საია თემურ ბერიძის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

საია თემურ ბერიძის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავს თემურ ბერიძის ინტერესებს, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებს მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში ამხელს.

„თემურ ბერიძის განმარტებით, მასზე მუქარა მას შემდეგ განხორციელდა, რაც მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერი მოიგო (ხულოს მუნიციპალიტეტში გარე განათების ბოძების დამონტაჟება). აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. საქმეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა იძიებს.

საია მიიჩნევს, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც აჩენს ეჭვებს, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს თანამდებობის პირებისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

საია მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას, დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება თანამდებობის პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით“.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023