თბილისი. მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის ერაზმუს პლუსის პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ამზადებს სასწავლო კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო სწავლების საფეხურზე დასანერგად.
„სასწავლო კურსი სახელწოდებით „შეზღუდული შესაძლებლობა და საზოგადოება“ 2021 წლის შემოდგომის სემესტრში შევა ძალაში. ქალაქ ბათუმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან ერთად. საგანმანათლებლო პროექტს ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)