თბილისი. 3 სექტემბერს მოხალისეობრივი პლატფორმის დროის ბანკის FACEBOOK გვერდის Timerepublik Georgia პირდაპირ ეთერში (FACEBOOK LIVE), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის (CSSIGE) ფარგლებში, მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის თემაზე ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გამართა.
„ღონისძიება მიზანად ისახავდა მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის თემაზე საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას. ინტელექტუალურ თამაშში ერთმანეთს შეეჯიბრა 10 გუნდი საქართველოს 10 რეგიონიდან“.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)