თბილისი. მითების დეტექტორი აქვეყნებს თამარ ჩხარტიშვილის ბლოგპოსტს: როგორ აკავშირებენ 5G-ს ხეების ხმობასთან, დაავადებებთან და ოჯახში ძალადობასთან.
„გაზეთ „ასავალ-დასავალის” 31 აგვისტო - 6 სექტემბირს ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ლალი მოროშკინასთან, რომელმაც 5G ანტენებთან დაკავშირებით ისაუბრა. მოროშკინას თქმით, წიწვოვანი ხეები რადიაციის შედეგად ხმება და ხმობის პროცესის დაწყება 5G ანტენების სატესტო რეჟიმში ჩართვას უკავშირდება. ამასთან ერთად, მოროშკინა 5G-ს უკავშირებს თავის ტკივილს, წნევას, ფსიქიკურ აშლილობას და ოჯახში ძალადობასაც კი.
ლალი მოროშკინას განცხადება 5G ანტენების კავშირზე სხვადასხვა დაავადებებთან, ოჯახურ ძალადობასთან და ხეების ხმობასთან ანეკდოტური მტკიცებულებაა და სამეცნიერო კვლევებითა თუ არგუმენტებით გამყარებული არ არის. ასევე, ინფორმაცია თითქოს ბელგიამ, საფრანგეთმა და გერმანიამ 5G ტექნოლოგიაზე უარი თქვეს - სიცრუეა“, ნათქვამია მასალაში.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)