თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
„სასამართლომ განაჩენის მიღებისას გაითვალისწინა ლუკა სირაძის დედის, ასევე ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებები და სახელმწიფო ბრალდების არგუმენტაცია. ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს საია იცავს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)