თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება და რეიტინგი რეფორმის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ.
„ჩვენი მონაცემებით, 2018-2019 წლებში მაუწყებლის რეიტინგს ჰქონდა უმნიშვნელო ზრდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის არსებული ზრდა მეტწილად გამოწვეულია არხზე დაწყებული ახალი პროექტებითა და მეგაშოუებით. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონით განსაზღვრული როლიდან გამომდინარე, კითხვები ჩნდება, რამდენად ემსახურება აღნიშნული გადაცემები საზოგადოებრივ სიკეთეს.
2017 წლის დასაწყისში ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 15%-ზე მეტი არ იქნებოდა 2019 წლისთვის, ის გადადგებოდა დაკავებული თანამდებობიდან. TVMR-ის მონაცემებიდან ჩანს, რომ მაუწყებლის რეიტინგმა 2019 წლისთვის ვერ მიაღწია სასურველ ნიშნულს.მაღლაფერიძე 2020 წლის 18 აგვისტოს გადადგა, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზად რეიტინგის პრობლემა არ დაუსახელებია“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)