თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აქვეყნებს ორგანიზაციის უფროსი მკვლევრის ვალერი ჩეჩელაშვილის ბლოგპოსტს: „რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე“.
„რა იყო ასეთი სსრკ? მისი გაუჩინარების შემდეგ, რატომ არ აძლევს მოსვენებას კრემლის ბინადრებს ფანტომური ტკივილები? და როგორ ემსახურება მათ ინტერესებს ტერმინი „პოსტსაბჭოთა სივრცე“? როგორ აძლიერებს იგი დაშლილი იმპერიის შესახებ ილუზიებს? დასაწყისისთვის, სსრკ არ იყო არც საბჭოთა, არც სოციალისტური, არც რესპუბლიკების და არც კავშირი. ეს იყო კლასიკური ფორმის ტოტალიტარული სახელმწიფო, სადაც ძალაუფლება ეკუთვნოდა კომუნისტურ პარტიაში გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფს. უფრო ზუსტად, რამდენიმე პიროვნებას, რომლებიც პოლიტბიუროს წევრები იყვნენ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.gfsis.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)