თბილისი. ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program).
„პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ ლიდერის თვისებებს”.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტმბერი, 2020.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადგილობრივ კოორდინატორებს:
თელავი: თამარ მოდებაძე; tmodzebadze@ncce.ge 599110501;
ზუგდიდი: ეკა მინჯორაია; eminjoraia@ncce.ge 599473705;
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში განათლება
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)