თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულებები.
„ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სწავლობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს - მათ სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულებებს. კვლევაში იხილავთ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატების მონიტორინგის შედეგებს. მომავალში გამოქვეყნდება კვლევა სხვა პარტიების მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შესახებ“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)