თბილისი. მიმდინარე წლის აგვისტოში, ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „უფლებები საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ - საქართველოს პროკურატურას მიმართა თხოვნით, გაასაჯაროოს ინფორმაცია 2012-2020 წლებში მოსამართლეების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.
„ინფორმაციის მოთხოვნის მიზანია, გაირკვეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენად ხშირად მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი გამოძიება და დევნა მოქმედი მოსამართლეების მიმართ და ხომ არ იყო ეს მექანიზმი გამოყენებული მოსამართლეებზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზეწოლის მიზნით“, ნათქვამია „უფლებები საქართველოს“ გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)