სამეგრელო. ზუგდიდში, 17 აპრილს, მეწარმეთა საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა. ჯგუფის წევრთა განცხადებით, ისინი წინა ხელისუფლების დროს, ზეწოლას და ტერორს განიცდიდნენ. მათივე თქმით, 1 ოქტომბრის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ისევ გრძელდება ზეწოლის ფაქტები.მეწარმე ზაზა არახამიას თქმით, ბიზნესის განვითარების და დასაქმების ხელშეწყობისათვის აუცილებელია მოხდეს საგადასახდო პოლიტიკის ლიბერალიზაცია და მეწარმეთათვის გრძელვადიანი სესხების გაცემა.
საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც 50-მდე წევრი ჰყავს უახლოეს დღეებში არასამთავრობო ორგანიზაციად დარეგისტრირდება.