en
ge

უფასო გამოკვლევები მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის

უფასო გამოკვლევები მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ინფორმაციით, ორგანიზაციამ 11 და 12 სექტემბერს ქუთაისსა და ზუგდიდში, მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედთან“ ერთად, მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. აქციით 139–მა ადამიანმა ისარგებლა. 

„გამოკვლევები მეტყველების დარღვევათა სრულ დიაგნოსტირებას გულისხმობდა და ემსახურებოდა მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა დროულ აღმოჩენას, დიაგნოსტიკას, მიზეზის დადგენასა და მის დასაძლევად საჭირო ღონისძიებებისა და მოქმედების ოპტიმალური გეგმის დასახვას. სპეციალისტებმა მშობლისათვის/პაციენტისათვის უზრუნველყვეს ინფორმაციის მიწოდება პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებებსა და საშუალებებზე“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)