en
ge

ჰუმანიტარული დახმარება ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულებს

შიდა ქართლი. 18 აპრილს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) კატასტროფების მართვის დეპარტამენტმა გორში ჰუმანიტარული დახმარება დაარიგა. პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგდა 50 ოჯახს, რომლებიც ძლიერი ქარის შედეგად დაზარალდნენ და რომელთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ან მრავალშვილიანია.
დაზარალებულთა დახმარება შესაძლებელი გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო ფონდის (DREF) მეშვეობით.
ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალი შედგა სწჯს-ის გორის ფილიალის ოფისში, რომელსაც ესწრებოდნენ გორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სწჯს-ის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი/გორის ფილიალის თავმჯდომარე და მოხალისეები. 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)