ქვემო ქართლი. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ დამფუძნებლებმა არიზ დაშდამიროვმა და ქამრან ეფენდიევმა რამდენიმე თვეა პროექტი „დედების სკოლა“ დაიწყეს.
„დედების სკოლა“ USAİD-ის “EWMI Access” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტში მონაწილებას იღებს 10 დედა, რომელიც სოფელ მოლაოღლსა და ხულდარაში ცხოვრობენ. ახალგაზრდა და შუახნის ასაკის დედებს, რომლებსაც განათლება არ მიუღიათ, ქართული ენის, ინგლისურის, ინფორმატიკის და მათემატიკის კურსებს უტარებენ.
წყარო: რადიო „მარნეული“
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)