თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის არჩევის პოცესს მიმოიხილავს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მაუწყებლის უკვე ყოფილმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ, პოსტი 2020 წლის 18 აგვისტოს ვადამდე დატოვა. მიზეზად კი მოახლოებული არჩევნების წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით შესაძლო ეჭვებისა და კითხვების თავიდან აცილება დაასახელა. ეს კითხვები კი მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან მუდმივად არსებობდა, რადგან მაღლაფერიძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირად ითვლება. ის ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანიების, ჯერ “მეცხრე არხის” დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდგომ GDS-ში გადაცემა “2030”-ის გენერალური პროდიუსერი იყო“, - ვკითხულობთ მასალაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)