გურია. 22 სექტემბერს, ლანჩხუთის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“, წარმომადგენელთა მონაწილეობით.
შეხვედრაზე სოფლების ჩოჩხათისა და ჩიბათის თვითდახმარების ჯგუფების ქალებმა წარმოადგინეს თავიანთ თემებში მათ მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგები, რაც თემის პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას ისახავდა მიზნად.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა ღია დისკუსია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლების, თვითდახმარების ჯგუფების ქალების, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ფონდი ტასო“-ს წარმომადგენელთა ჩართულობით.
წყარო: taso.publishpath.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)