აჭარა. ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“, სმენის არმქონე ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის, ყრუ-უსინათლო პირთა კავშირის ბათუმის წარმომადგენლობის თანამშრომლობით, ბათუმში ჟესტური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მსოფლიოში 137 ჟესტური ენაა, მათშორის ქართული, რომლის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა, - ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები, - ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ვერ გვეკონტაქტებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვფლობთ ჟესტურ ენას, არ გვყავს სურდო თარჯიმნები და ვერ ვუზრუნველყოფთ მათთვის ინფორმაციისა თუ შთაბეჭდილებების გაზიარებას.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)