თბილისი. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნაციონალური მოძრაობის მიერ 2013 წლის 19 აპრილს თბილისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.
ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2013 წლის 19 აპრილს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
„სამართლიანი არჩევნები და საია იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები”, ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში