აჭარა. 18 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირმა „პროგრესმა" გამართა საჯარო შეხვედრა, თემაზე: „XXI საუკუნის ბათუმის არქიტექტურა, აწმყო და მომავალი". შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებამ 2000 წლიდან მოყოლებული ბათუმის განაშენიანების, ურბანული დაგეგმარების და სივრცითი მოწყობის პრობლემები განიხილა. ასევე საუბარი იყო მშენებლობის ნებართვის გაცემის, რეგულაციის ახალი წესებზე და ქალაქის სივრცითი მოწყობის სამომავლო გეგმაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგაზნიაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. ასევე, ბათუმის მთავარი არქიტექტორი, აჭარის სივრცითი მოწყობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აჭარის არქიტეტრორთა კავშირის თავმჯდომარე.