თბილისი. 23 სექტემბერს, სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში (UNICEF) ღასან ხალილი ეწვია და სამმართველო წარმომადგენლებს მადონა ბასილაძეს და თამთა ჩეჩელაშვილს შეხვდა.
"შეხვედრაზე შეაფასეს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა და სახალხო დამცველის როლი პანდემიის (COVID-19) პირობებში. განსაკურებული ყურადღება გაამახვილეს ბავშვთა განათლების ხელმისაწვდომობის უფლებზე და იმ გამოწვევებზე, რაც დისტანციური სწავლების დროს გამოიკვეთა. ისაუბრეს ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე, ბავშვთა სიღარიბესა და ოჯახების მძიმე სოციალურ პირობებზე და ამ მიმართულებით რეგიონებში არსებულ ვითარებაზე", ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)