en
ge

ოთხთვიანი ადმინისტრაციულ საქმეთა მონიტორინგის შედეგები

აჭარა. 28 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სასამართლოს ოთხთვიანი ადმინისტრაციულ საქმეთა მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ 252 სასამართლოს სხდომის მონიტორინგის შედეგად გამოავლინა სასამართლოს როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები. მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება მივიჩნიოთ შემდეგი: ცალკეული გამონაკლისების მიუხედავად სასამართლოში საქმის განხილვის საქვეყნოობის პრინციპი არ ირღვევა. შეჯიბრითობის პრინციპი კი საქმეთა დიდ უმრავლესობაში დაცულია. მონაცემების მიხედვით, დავების 92,6%-ის შემთხვევაში დავა სრულად ან ნაწილობრივ სახელმწიფო მხარის სასარგებლოდ დასრულდა. დაგვიანების კუთხით თუ განვიხილავთ ბათუმში პროცესების 70% დაგვიანებით დაიწყო. პრობლემებს შორის უნდა გამოვყოთ აგრეთვე ის ფაქტიც, რომ სასამართლო პროცესები ძალიან ბევრ შემთხვევაში წინასწარ არ იყო გამოცხადებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მონიტორინგს G-PAC-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)