თბილისი. საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით შრომის რეფორმის მიღევას ეხმიანება.
„ცალსახად დადებითად ვაფასებთ მიღებული რეფორმით, მშრომელთათვის შექმნილ გაუმჯობესებულ შრომით გარანტიებს, თუმცა, სამწუხაროდ, ცვლილებები მხოლოდ ფრაგმენტულად პასუხობს ქვეყანაში არსებულ მძიმე შრომით პირობებს და კვლავ შორსაა დამსაქმებელთა და დასაქმებულების ინტერესების რეალური დაბალანსებისგან.
მიუხედავად მცდელობისა, კანონმდებლობით ასევე უნდა მოწესრიგებულიყო ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა: დაბალი და ცხოვრების მინიმალური საჭიროებებისთვის შეუსაბამო ანაზღაურება, დაურეგულირებელი სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური შრომა და მისი არასათანადო ანაზღაურება, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის შვებულების არსათანადოდ ანაზღაურება, სოლიდარული გაფიცვის შესაძლებლობის არარსებობა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ამომწურავი საფუძვლების განსაზღვრა“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)