თბილისი. სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ორგანიზაციის გრძელვადიან დამკვირვებელს სამიქნაობაში ხელი შეუშალეს.
„29 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებოდა პ/გ „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატის შეხვედრას დედოფლისწყაროს სოფელ საბათლოში. პარტიის ავტომობილი გააჩერეს მათთვის უცნობმა პირებმა და ხელს უშლიდნენ თავისუფლად გადაადგილებაში. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი შეეცადა აღნიშნული ვიდეოთი გადაეღო, რაშიც მერის წარმომადგენლის ძმამ და ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველმა ხელი შეუშალეს - მოსთხოვეს გაურკვეველი დოკუმენტაცია, რითაც ის დაადასტურებდა საჯარო სივრცეში ვიდეოგადაღების უფლებას. ამასთან საქმის გარჩევის მიზნით, დაიბარეს სოფლის ცენტრში და უთხრეს, რომ სოფლიდან ვერ გავიდოდა“.
ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, ყველა ზომა მიიღონ, რომ მათმა მხარდამჭერებმა იმოქმედონ კანონის ფარგლებში და ხელი არ შეუშალონ დამკვირვებლებს საქმიანობის განხორციელებაში.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)