თბილისი. კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ არსებობისა და ფუნქციონირების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს იმ პროდუქტების რეალიზაცია, რომელსაც თერაპიულ სახელოსნოებში ორგანიზაციის ბენეფიციარები ამზადებენ სოციალ-თერაპევტებთან ერთად.
"ჩვენი ნაწარმი გამოირჩევა ნამდვილად მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით. შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ თქვენთვის საჭირო აქსესუარები (ლოგოთი და სლოგანით დაპრინტული გულსაბნევები, მაისურები, ჭიქები, კეპები, ნაჭრის ჩანთები, ბლოკნოტები), რასაც საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენებთ. ამით თქვენ არა მხოლოდ შეიძენთ საჭირო ხარისხიან პროდუქციას, არამედ შშმ პირებისთვის სასიკეთო ნაბიჯსაც გადადგამთ - მათ ექნებათ საქმე და ორგანიზაციას დაეხმარებით ფინანსურად", ნათქვამია ორგანიზაციის პოსტში.
წყარო; ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)