თბილისი. 30 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო საჯარო დაწესებულებების წარმომადგნელებისთვის საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მაგალითების შესახებ ინფორმაციის გაცნობა, საქართველოში ამგვარი სისტემების გამოყენების შემთხვევების იდენტიფიცირება და ამ საკითხზე საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის ჩვენება.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)