თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან ექსპტრადირებული იაროსლავ სუმბაევის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
„წერილში, რომელიც მედიამ გაავრცელა, სუმბაევი დეტალურად აღწერს იმ მძიმე და არაადამიანურ პირობებს, რომელშიც ყოფნა რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უწევს.
EMC მიიჩნევს, რომ წერილში მითითებული გარემოებები, მართლაც ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მის მიმართ საერთაშორისო სამართლით გარანტირებული არაერთი უფლება ირღვევა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში EMC-მ რუსეთში ექსტრადირებული არაერთი პირის საქმე შეისწავლა. ამ საქმეებში როგორც წესი, ბუნდოვანია ექსტრადირების საფუძვლები, რაც ქმნის ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ამ საკითხში, ლოიალურია რუსეთის ფედერაციის მიმართ და არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)