თბილისი. „ქალთა ფონდი საქართველოში“ იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მერვე დაჯილდოებისთვის მზადებას.
„ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, ხოლო პრემიის მფლობელს საგანგებოდ შექმნილი ჟიური გამოავლენს.
2013 წელს ქალთა ფონდის მიერ „კატო მიქელაძის სახელობის პრემიის“ დაწესების შემდეგ, ყოველი წლის 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, ფონდი ჯილდოს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში. ამ ფორმით ფართო საზოგადოება იგებს იმ ქალი აქტივისტების შესახებ, რომლებიც იბრძვიან ქალებისათვის თანასწორი, თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ginsc.net
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)