en
ge

ბავშვების დაცვა ჩარჩოებს მიღმა

ბავშვების დაცვა ჩარჩოებს მიღმა

თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აქვეყნებს ორგანიზაციის იურისტის ანა თავხელიძის ბლოგპოსტს: ბავშვების დაცვა ჩარჩოებს მიღმა.

„ჩემმა კოლეგებმა იციან, რამდენად ფორმალობაა სისხლის სამართლის საქმეებზე მოწმე ბავშვის ადვოკატად ყოფნა, ფაქტობრივად არაფრის უფლება გაქვს. ამიტომ მინდა ჩემი გამოცდილების შესახებ მოგითხროთ.

ერთ დღეს გადავწყვიტე ეს ფორმალობა დამერღვია და მოსამართლეს მივწერე მოსაზრება ბავშვების დაკითხვის პროცედურის შესახებ. შემდეგ არსებითი განხილვის სხდომაზე მივედი. როდესაც გაჟღერდა რომ შემდეგ სხდომაზე ბავშვები უნდა დაეკითხათ, დამსწრეთათვის განკუთვნილი ადგილიდან ავდექი, ტრიბუნასთან მივედი და ვთქვი, რომ მე ვარ ბავშვების ადვოკატი და მინდა პოზიცია დავაფიქსირო. ამას ბრალდებულის ადვოკატების შეძახილები მოჰყვა: „ეს ვინ არის, რა უფლება აქვს რომ ლაპარაკობს, სად წერია რომ მოწმის ადვოკატს შეუძლია ასე მოიქცეს და ა.შ.“ 

სინამდვილეში, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არ გვაქვს ჩანაწერი როგორ უნდა მოიქცეს მოწმე/დაზარალებული ბავშვის ადვოკატი, როდესაც პოზიციის დაფიქსირება სურს, მაგალითად ბავშვის დაკითხვის პროცედურის შესახებ“.

სრულად...

წყარო: phr.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)