en
ge

დეზინფორმაციაა, თითქოს პირბადე ინტოქსიკაციას იწვევს

დეზინფორმაციაა, თითქოს პირბადე ინტოქსიკაციას იწვევს

თბილისი. მითების დეტექტორის ინფორმაციით, 2020 წლის 3 ოქტომბერს Tvalsazrisi ge-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ თერაპევტ და ასტროფსიქოლოგ ნონა აღდგომელაშვილთან, სათაურით: „უნდა იცოდეთ, პირბადეს გააჩნია კატეგორიული უკუჩვენებები! – ექიმ ნონა აღდგომელაშვილის განგაში“. მასალაში რესპონდენტი საუბრობს პირბადის გამოყენების უარყოფით მხარეებზე და აღნიშნავს, რომ პირბადეს ადამიანის ნახშიროჟანგით ინტოქსიკაცია შეუძლია. მისივე თქმით, ნიღბები ეფექტიანობას მხოლოდ სტერილურ გარემოში ინარჩუნებს და არა მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

„მტკიცება, რომ პირბადეს შეუძლია ადამიანის ნახშიროჟანგით ინტოქსიკაცია ან მისი გამოყენება ეფექტიანი მხოლოდ სტერილურ გარემოშია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, რეკომენდაციების სრული დაცვითა და სიზუსტით გამოყენებული პირბადე ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა და მას გავრცელების პრევენციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს“, ნათქვამია ბლოგპოსტში.

სრულად...

წყარო: www.mythdetector.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)