en
ge

დეზინფორმაცია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის შესახებ სომხურ და აზერბაიჯანულ მედიაში

დეზინფორმაცია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის შესახებ სომხურ და აზერბაიჯანულ მედიაში

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: დეზინფორმაცია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის შესახებ სომხურ და აზერბაიჯანულ მედიაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, სომხურ და აზერბაიჯანულ მედიაში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაციები საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით. გავრცელებულ დეზინფორმაციებს შორისაა საქართველოს მიერ აზერბაიჯანისთვის თურქეთიდან გამოგზავნილი სამხედრო აღჭურვილობისთვის გზის გახსნა. პერიოდულად ჩნდება ქართული და რუსულენოვანი პოსტები, რომლებიც საქართველოს ზემოთხსენებულ ქმედებაში ადანაშაულებს. მსგავსი დეზინფორმაციების გავრცელების შემდეგ, ჯავახეთში რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია.

„30 სექტემბერს კი სომეხმა პოლიტიკოსმა, „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკური პარტიის“ ხელმძღვანელმა, კარენ ოჰანჯანიანმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა იმავე შინაარსის დეზინფორმაცია, რომ თითქოს საქართველო თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სამხედრო ტვირთს ატარებს და განაცხადა, რომ ჯავახეთმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს. ოჰანჯანიანის განცხადება ნათელი მაგალითია იმის, თუ რა მასშტაბებს აღწევს საქართველოსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია სომხურ საინფორმაციო სივრცეში“.

ორგანიზაცია საინფორმაცია ომის პირობებში, ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, უზრუნველჰყოს მათი ინფორმირება რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გააჟღეროს საქართველოს ოფიციალური პოზიცია ნეიტრალიტეტზე და ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

სრულად...

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)