en
ge

დასპონსორებული დისკრედიტაციული Facebook კამპანიის უკან ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დგას

დასპონსორებული დისკრედიტაციული Facebook კამპანიის უკან ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დგას

თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ აქვეყნებს ბლოგპოსტს: დასპონსორებული დისკრედიტაციული Facebook კამპანიის უკან ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დგას.

„ოპოზიციის წინააღმდეგ მართული ორგანიზებული დისკრედიტაციული კამპანიის სამი „ფეისბუქ“ გვერდის: „არქივი • Archive“, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“ უკან ია მეტრეველის მიერ დაარსებული ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დგას. 7 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც საქართველოში „ფეისბუქის“ რეკლამების ბიბლიოთეკა სრული სახით ამოქმედდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „დავასრულოთ“ დარეგისტრირდა. 12 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“„დასრულებაა“.

ორგანიზაცია „დავასრულოთ“ საქმიანობა და ფინანსების ხარჯვა პოლიტიკური შინაარსის პოსტების დასპონსორება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აუდიტის სამსახურში სავალდებულო დეკლარირებას ექვემდებარება, თუმცა ამ დრომდე ორგანიზაციას შემოწირულობის სახით აუდიტის სამსახურისთვის შესაბამისი ინფორმაცია წარდგენილი არ აქვს“.

სრულად...

წყარო: isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)