en
ge

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გაავრცელა არასწორი ფაქტები, რითაც საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას შეეცადა.

„ადვოკატი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ლუკა სირაძის თვითმკვლელობა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედებამ გამოიწვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

აშკარაა, რომ მცდარი ფაქტების გავრცელებით, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი საზოგადოებაში ლუკა სირაძის და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობის ფორმირებას და ამ გზით საკუთარი კლიენტის ინტერესების დაცვას ცდილობს. საია მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოქმედება ეწინააღმდეგება ადვოკატი ეთიკის ნორმებს. კლიენტის ინტერესების დასაცავად ადვოკატის მოქმედებები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)