თბილისი. მითების დეტექტორის ინფორმაციით, 3 ოქტომბერს ერთ-ერთმა სომხურენოვანმა ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საუბარია, თითქოს ბორჯომის რკინიგზის სადგურიდან ხდება აზერბაიჯანისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება. ვიდეოში ჩანს მანქანიდან გადაღებული კადრები, რომლებზეც ასახულია შენობები, რკინიგზა, სატვირთო მანქანები და რამდენიმე ტანკი.
„გავრცელებული ვიდეო არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკის გადატანა მიმდინარეობს. ასევე რთულია იმის იდენტიფიცირება, თუ სად და როდის არის გადაღებული ვიდეო. გავრცელებულ ცნობებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში სომხეთის საელჩოც უარყოფენ“.
წყარო: www.mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)