თბილისი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ - პაატა ყვავაძემ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით შექმნილ რიგით მესამე სპეციალური სამუშაო ჯგუფის მუშაობაში.
შეხვედრის განმავლობაში მსჯელობა მიმდინარეობდა საკარანტინო ზონებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, ასევე სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული Covid–19-ით ინფიცირებული პირების ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის საკითხებზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)