შიდა ქართლი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისი იცავდა 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის თემისა და ქალაქის გაერთიანების შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან უკანონოდ განთავისუფლებულ 2 პირს.
„ორივე მათგანი თვითმმართველობის რეორგანიზაციამდე წლების განმავლობაში მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ისინი სამსახურიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მათი შტატები რეორგანიზაციის შედეგად არ იყო შემცირებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაბათილდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანებები, ხოლო მოპასუხეს გათავისუფლებული თანამშრომლების ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)