იმერეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი იცავდა პირს, რომელსაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსის შედეგად აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე უარი ეთქვა.
„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით დარღვევები დაადგინა და მოსარჩელის ნაწილში ბათილად ცნო სსიპ. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება. ასევე, გაუქმდა სააპელაციო კომისიის სხდომის ოქმი. უნივერსიტეტს დაევალა გადაწყვიტოს კონკურსის პირობებთან შესაბამისობის საკითხი და ხელახლა შეაფასოს საკონკურსო მასალები. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)