თბილისი. 9 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა სასამართლო სისიტემის რეფორმირების 10 პუნქტიანი კონცეფციის პრეზენტაცია და ხელმოწერის ცერემონია.
„კონცეფცია შემუშავდა არასამთავრობო სექტორის მრავალწლიანი დაკვირვებისა და კვლევების გათვალისწინებით. იგი მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის ფუქნციურ და სისტემურ გაუმჯობესებას, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას და შიდა მმართველობის დემოკრატიული მექანიზმების შემოღებას.
დოკუმენტს ხელი 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა მოაწერა, რითაც აიღო ვალდებულება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე განახორციელებენ კონცეფციაში მოცემულ რეფორმებს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კონცეფცია არ მოითხოვს საკონსტიტუტციო ცვლილებებს“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)