თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მუდმივი განახლების რეჟიმში წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს.
„წალენჯიხაში ადგილობრივი მედიის, „ჯვარინიუსის” ჟურნალისტმა, დიმიტრი კვარაცხელიამ, რომელიც იმავდროულად „ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ბელქანიას პრესსამსახურის უფროსია, ფეისბუქ სტატუსი გაავრცელა და მოგვიანებით, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელსაც დაუდასტურა, რომ მას დაბა ჯვარში „ქართული ოცნების” შტაბის თანამშრომელი, გულბაათ ქარდავა დაუკავშირდა და ცემით დაემუქრა.
აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)