თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2 და 8 ოქტომბერს, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტების მერების ბრძანებებით, 2020-2023 წლების კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები დამტკიცდა.
„სტრატეგიული დოკუმენტები მიზნად ისახავს მერიებში დაიხვეწოს მმართველობითი პროცესები, დაინერგოს ღიაობის, გამჭვირვალობისა და ადგილობრივი დონეზე მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები და ამაღლდეს საჯარო ეთიკისა და კეთილსინდისიერების სტანდარტები. დოკუმენტები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის, „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ (USAID GGI), ფინანსური მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაწილეობით მომზადდა“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)