თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების გავითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად იყო ჩართული ინფორმაციული უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვისა და ცვლილებებთან დაკავშირებული რისკების შესწავლის პროცესში.
„ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, IDFI-მ გამოაქვეყნა კანონპროექტთან დაკავშირებული მოსაზრებები.
დაინტერესებულ მხარეებთან პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო, საკანონმდებლო ცვლილებების მიღება პირველად 2020 წლის ივნისში შეფერხდა. მესამე მოსმენით განხილვის ეტაპამდე მისული კანონპროექტი მეორე მოსმენის რეჟიმს დაუბრუნდა. კანონპროექტის მნიშვნელოვნად სახეცვლილი ვერსია 2020 წლის სექტემბერში ხელმეორედ, მეორე მოსმენაზე იქნა წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით 15-18 სექტემბრის პლენარული სხდომების ფარგლებში განიხილა, თუმცა, კენჭსაყრელ საკითხებში ის ვერ მოხვდა. კანონის პროექტის კენჭისყრა IX მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარულ სხდომაზე, 30 სექტემბერსაც იგეგმებოდა, მაგრამ ინიცირებული და განხილული ცვლილებების პროექტი, ამ მოწვევის პარლამენტმა, კენჭისყრაზე ბოლო პლენარული სხდომის ფარგლებშიც არ დააყენა“.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გათვალისწინებით, აუცილებელია მე-10 მოწვევის პარლამენტმა განიხილოს ცვლილებების ახალი ვერსიის შემუშავების შესაძლებლობა.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)