en
ge

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები - საქართველო მსოფლიო ბანკის 2020 წლის შეფასებით

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები - საქართველო მსოფლიო ბანკის 2020 წლის შეფასებით

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ანალიზს: მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები - საქართველო მსოფლიო ბანკის 2020 წლის შეფასებით. „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები" წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც ეფუძნება 30-ზე მეტ მონაცემთა წყაროს, რომლებიც მოქალაქეების, მეწარმეებისა და ექსპერტების შეხედულებებისა და გამოცდილებების კვლევებს წარმოადგენენ.

მოცემული ანალიზის მიზანია მკითხველისთვის საქართველოს მაჩვენებლების გაცნობა, სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა, განვლილი პროგრესის განხილვა და საქართველოს მაჩვენებლების შედარება ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებთან.

საქართველოს მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში ყველაზე მაღალი შეფასება 2013-2014 წელს ჰქონდა. ამ დრომდე საქართველოს მაჩვენებლები სწრაფი ტემპით იზრდებოდა. მოცემული პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პროგრესს კანონის უზენაესობისა და კორუფციის კონტროლის მიმართულებებში მიაღწია. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მიხედვით 2014 წლიდან ზემოთ აღნიშნული ექვსი მიმართულებით ქვეყნის წინსვლა შენელდა. მსოფლიო ბანკის უახლესი შეფასებით საქართველომ წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შედეგი მმართველობის ეფექტიანობის მიმართულებით აჩვენა, თუმცა, რეგრესი დაფიქსირდა ყველა დანარჩენ მიმართულებაში“, ნათქვამია ანალიტიკურ დოკუმენტში.

სრულად...

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)