თბილისი. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინფორმაციით, „საქართველოს მოხალისე 2020“ კონკურსში, საუკეთესო მოხალისის ნომინაციაში – ლიკა ბედინაშვილმა გაიმარჯვა.
„17 წლის ლიკა ჭიათურიდანაა და უკვე ორი წელია მოხალისეობრივ აქტივობებში აქტიურადაა ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ის მონაწილეობდა არაერთი სოციალური ხასიათის კამპანიაში, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშემწყობ აქტივობებშიც, ლიკა ყველაზე მეტად გარემოსდაცვით ღონისძიებებში მოხალისედ ჩართვით ამაყობს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
პროექტი ხორციელდება „კონრად ადენაუერის ფონდის“ (KAS) მიერ, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან“ (CSI), "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან" (CTC), „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან“ (CSRDG) და „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან“ (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია „კონრად ადენაუერის ფონდი“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)