თბილისი. 20 ოქტომბერის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის - „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ პრეზენტაცია გამართა.
„ღონისძიების მიზანი მონაწილეებისთვის პროექტის მთავარი აქტივობების, მიზნების და ახალი ინიციატივის მონიტორინგის მეთოდოლოგიის გაცნობა იყო. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტების მენეჯერმა - ლევან ავალიშვილმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა და სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერმა - დომინიკა სკუბიდამ“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)