თბილისი. 17-18 ოქტომბერს, სოლიდარობის პლატფორმის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
„ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები ეხებოდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსა და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას. შეხვედრების პირველ დღეს პოლიტიკოსებმა: ელენე ხოშტარიამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და გრიგოლ გეგელიამ პლატფორმის წევრებს გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები საქართველოში პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიების, სტრატეგიებისა და დღის წესრიგის ორმირების შესახებ. ასევე, ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების განვითარების და ნდობის დინამიკაზე.
შემდეგ პანელზე, მოხსენებები წაიკითხეს ზაურ ხალილოვმა და ბელა ოსიპოვამ. ორივე მომხსენებელმა ისაუბრა საკუთარ დაკვირვებებზე, რა შეიცვალა ბოლო 30 წლის განმავლობაში არჩევნების და ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის პროცესებში“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)