თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ეხმაურება 21 ოქტომბერს, TV Pirveli • ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის ფაქტს, რომელიც, წერეთელის განცხადებით, სწორედ ტვ პირველის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით იყო განპირობებული.
„სოციალურ მედიაში და საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით და თავად ავთანდილ წერეთლის განცხადებით, მას სპორტული აღნაგობის ორი პირი დახვდა ღია საჯარო სივრცეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მისი შვილის კუთვნილი ტელეარხი სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლდა. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება ამ ფაქტზე, უზრუნველყონ საქმის დროული და ეფექტური გამოძიება და საზოგადოებისათვის შედეგების გაცნობა“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)