თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორმა, 2020 წლის 15 სექტემბერს სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული სოციალური მუშაკის მხრიდან პერსონალური მონაცემების გასაჯაროება დაადგინა და მას 1000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
„საქმე ეხებოდა სოციალური მუშაკის მიერ 12 აგვისტოს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის შესახებ სენსიტიური, პერსონალური ხასიათის ინფორმაციის გამოქვეყნებას, რაზეც, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ რეაგირებისათვის სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა“, ნათქვამა ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)