თბილისი. 21 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ღია მონაცემების განკარგვისა და გამოქვეყნების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.
„ტრენინგი მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლების მონაცემების შეგროვების, წარმოებისა და გამოქვეყნების საკითხებზე, რაც დაეხმარება მუნიციპალურ ორგანოებს გააუმჯობესონ ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის პრაქტიკა“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)