თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებების ინფორმაციით, სასამართლომ ბავშვების მიერ შეტანილი სარჩელი არ მიიღო.
„საუბარია იმაზე, რომ 7, 11 და 17 წლის მოზარდებმა, 2020 წლის 6 ოქტომბერს, დამოუკიდებლად მიმართეს სასამართლოს საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით. სარჩელი ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მხრიდან ბავშვების უფლებების დარღვევას ეხებოდა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბავშვებს მიუთითა, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა ბუნდოვანია და საჭიროა მიმართონ სასამართლოს სხვა კოლეგიას.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან მსგავსი პრაქტიკის დანერგვა, შეიცავს შემდეგ საფრთხეებს: ბავშვებს შეეზღუდოთ სასამართლოზე ხელმისაწვდომობა და დაეკარგოთ სასამართლოს მიმართ ნდობა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)